მოგესალმებით,
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ევროკრედიტი
კომპანიის შესახებ:
იყო ევროკრედიტის გუნდის წევრი ნიშნავს იყო მოტივირებული, გიყვარდეს შენი საქმე და აცნობიერებდე, რომ ბევრი ადამიანის მიზნების წარმატება სწორედ შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ევროკრედიტში ურთიერთობები, ჩვენს მომხმარებლებთან დამოკიდებულებები და ზოგადად, ყველა პროცესი ემყარება მთავარ ღირებულებას – ბარიერების გარეშე! სწორედ ბარიერების გარეშე მიდგომა განსაზღვრავს იმ სიმარტივეს, რაც გვაქვს ყველაფერში. იქნება ეს ურთიერთობა თანამშრომლებს შორის, მომხმარებლებთან მიმართებაში თუ პროცედურის მხრივ.
ვაკანტური პოზიციები:
დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.