დაესწარი დასაქმების ონლაინ ფესტივალს, გაიცანი და გაეცანი “ლუდსახარში ნატახტარი – EFES საქართველო” – იპოვე სამსახური!

მოგესალმებით,

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ლუდსახარში ნატახტარი – EFES საქართველო

კომპანიის შესახებ:

„ეფეს საქართველო“ ლუდის და ლიმონათის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ლუდის მოყვარულებს სთავაზობს შემდეგ ბრენდებს: „ნატახტარი“, „ქარვა“, „კასრის“,Staropramen, Löwenbräu, იმპორტირებულ ბრენდებს: Efes, Beck’s, Franziskaner, Stella Artois, Leffe, Hoegaarden, Corona, Miller; ორ ქვებრენდს – „ნატახტარი ექსტრა“, „კასრის მსუბუქი“, ასევე, პირველი ლუდის მიქსს საქართველოში „ქარვა რადლერს“. ლიმონათის მოყვარულებს კი კომპანია სთავაზობს „ნატახტარის ლიმონათის“ 9 არომატს. კომპანია, ასევე, ლიმონათითა და ლუდით წარმოდგენილია 23 ქვეყანაში.„ეფეს საქართველო“ მსოფლიოში ლუდის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებლის Efes Breweries International (EBI)-ის წარმომადგენელია საქართველოში და ასევე არის გლობალურ ბაზარზე ლუდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის Anheuser-Busch InBev-ის სტრატეგიული პარტნიორი.

ვაკანტური პოზიციები:

  • გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტი
  • შესყიდვების სპეციალისტი
  • ფინანსური სპეციალისტი – სტაჟიორი

დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge