ახალგაზრდა ქალების საყურადღებოდ! ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა აცხადებს მიღებას ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“. ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს;უკვე შემდგარ ახალგაზრდა მეწარმე ქალებს. კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ნებისმიერი ქალაქიდან თუ სოფლიდან. ტრენინგები უფასოა და მოიცავს შემდეგ საკითხებს: მეწარმისთვის საჭირო უნარების გgანვითარება და ინსტრუმენტები;როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;"ბიზნეს მოდელის ტილოს" შექმნა;ბიზნეს პროექტის წერა;ფინანსური დაგეგმარება. „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს. ➢ 1-ელი დონე შედგება 4 ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს ტილოს პრინციპებს. ➢ მე-2 დონეზე, რომელიც 6 ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს და შეისწავლიან პრეზენტაციის უნარებს. ➢ მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ საინვესტიციო კომისიასთან. ➢საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინასებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘‘კრისტალისგან.“ დაფინანსების ტიპი: 2 წლიანი უპროცენტო არაუზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 2 წლის შემდეგ შესაძლებელია კაპიტალად კონვერტირდეს. სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს. დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 21 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა. მონაწილეთა შერჩევა მოხდება…
Read More
„საქართველოს ბანკი" აცხადებს სტუდენტურ პროგრამა ლიდერატორს. ლიდერატორის ფარგლებში III-IV კურსელებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისათვის 12 პროგრამაზე გამოცხადდა მიღება, რომლებიც ბანკის მასშტაბით 40-მდე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ლიდერატორის პროგრამების გაცნობა და განაცხადის გამოგზავნა შეგიძლია აქ Lideratori.bog.geგანაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 7 თებერვალი. ლიდერატორი შენი შესაძლებლობაა, იპოვო: საკუთარ ინტერესებზე მორგებული სტუდენტური პროგრამამიიღო მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება და აღმოაჩინო ახალი ინტერესებიგყავდეს პროფესიონალი მენტორი, რომლისგანაც შეძლებ მიიღო დავალებები, რჩევები და უკუკავშირიგქონდეს სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურებაპროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმდე ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართე leaderator@bog.ge | (032) 2 444 444 – 4168“
Read More