სამეწარმეო ონლაინ ტრენინგ-კურსები ქალბატონებისთვის (USAID YES-Georgia-ს პროგრამა ბაზ-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში)

დასახელება:  სამეწარმეო ონლაინ ტრენინგ-კურსები ქალბატონებისთვის  (USAID YES-Georgia-ს პროგრამა ბაზ-საქართველოს კომპონენტის ფარგლებში)
მომწოდებელი:  ააიპ ფონდი კრისტალი
ვადა : 16 დეკემბერი 2020 – 16 იანვარი 2021

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“(USAID YES-Georgia), Buzz საქართველოს კომპონენტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგ კურსებზე სამეწარმეო-ფინანსური უნარ-ჩვევებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით.

პროგრამას ახორციელებს ფონდი კრისტალი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით, რომელიც ასევე პროგრამის თანადამფინანსებელია.

Buzz საქართველო არის პიროვნული, ლიდერული და სამეწარმეო-ფინანსური უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების კურსის ერთობლიობა. ეს არის გლობალური ქსელის – Buzz Women-ის ადგილობრივი ფრანჩიზა და მისი მიზანია პერსონალური და სამეწარმეო განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის.

ბაზ- საქართველოს პირველი ეტაპის ტრენინგები ორ-დღიანია და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  • მეწარმეობის საფუძვლები
  • წარმატებული მეწარმის თვისებები
  • პიროვნული განვითარება, ლიდერობის უნარები, კომუნიკაცია, პრეზენტაცია
  • მიზნის დასახვა, SMART ანალიზი
  • ფინანსური მიზნის დასახვა და ფინანსური მენეჯმენტი.

ორდღიანი ტრენინგ კურსის შემდეგ, დაინტერესებული და მოტივირებული მონაწილეებისთვის მოეწყობა დამატებითი ტრენინგები და შეხვედრები, რომელიც ორიენტირებული იქნება ქალთა შემდგომ გაძლიერებასა და გააქტიურებაზე. ჩვენ გვსურს, ქალების გაძლიერებით გავაძლიეროთ ადგილობრივი საზოგადოება, სადაც გამოკვეთილი იქნება ქალი ლიდერის როლი და შევქმნათ ქალი ლიდერების – Buzz -ელჩების საკომუნიკაციო ქსელი, რომლის საშუალებითაც ქალები ერთმანეთს დაეხმარებიან ეკონომიკური, პერსონალური თუ სოციალური გაძლიერების კუთხით.

ტრენინგები ტარდება შაბათ-კვირას და მასში ჩართვა შეუძლია ყველა ქალს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან.

ტრენინგები უფასოა!

თუ გსურთ ჩვენს პროგრამაში მონაწილეობის მიღება, შეავსეთ თანდართული  google,ფორმა ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 591 15 15 90 , ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდზე: USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა.

« »
💙 2020 studentjob.ge