წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: ქარვა
კომპანიის შესახებ:
„ინოვაციების კომპანია Qarva ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
Qarva-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში Qarva-ს პროდუქტი, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან Qarva გახდა DVB (DVB – Digital Video Broadcasting)-ის წევრი. DVB – ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ყავს.“
ვაკანტური პოზიციები:
გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!