წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: ლიბერთი ბანკი
კომპანიის შესახებ:
განახლებული ბრენდით და ახალი კონცეფციის ფილიალებით, ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც იქნება როგორც მომხმარებელზე, ისე თანამშრომლებზე ორიენტირებული.
ლიბერთი მუდმივად ავითარებს და აძლიერებს თავის გუნდს, ინერგება ინოვაციური მიდგომები როგორც დასაქმების, ისე თანამშრომლების პროფესიული განვითარების ჭრილში.
ეს პლატფორმა ჩვენთვის კიდევ ერთი, დამატებითი საკომუნიკაციო არხია იმისთვის, რომ ამჟამინდელ, თუ მომავალ დასაქმებულებს მაქსიმალურად ღიად ვესაუბროთ, გავაცნოთ ჩვენი პრიორიტეტები, ხედვები და მიდგომები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სივრცეში ვიყოთ ხელმისაწვდომი უკუკავშირისთვის.
ამ გვერდზე მუდმივად გაზიარდება კომპანიის, როგორც დამსაქმებლის სიახლეები, ვაკანსიები და სასარგებლო რჩევები.
ვაკანტური პოზიციები:
- მოლარე-ოპერატორი;
- digital კონსულტანტი;
- გაყიდვების მენეჯერი;
- დისტანციური მომსახურების ცენტრის შემომავალი ზარების ჯგუფის კონსულტანტი;
- რეგიონალური კოორდინატორი;
- კრედიტ ოფიცერი.
დარეგისტრირდით!
გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!