მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია “კავკასიის ტურისტულ ჰოლდინგს”!

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

კომპანიის შესახებ:

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA რომელიც ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას ყველა მიმართულებით. ასევე გახლავთ  ავიაკომპანია PEGASUS Airlines და Air Arabia სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში. GDM- კი ეწევა ტურისტების შემოყვანას უცხოეთიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. შემოყვანილი ტურისტების რაოდენობით საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, იმყოფება ლიდერთა სამეულში. საოპერაციო ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ერევანში, ბაქოსა და ვლადიკავკაზში. ასევე სატრანსპორტო კომპანია Lion Way რომელიც ემსახურება ჩვენს მიერ ჩამოყვანილ ტურისტებს, მომსახურება იწყება აეროპორტში ტრასფერის სახით და ვრცელდება მთელი საქართველოს მაშტაბით.

ვაკანტური პოზიციები:

  1. ტრანსპორტის მენეჯერი;
  2. შესყიდვების მენეჯერი – ტურისტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებით;
  3. რეზერვაციების მენეჯერი.

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge