მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია BDO – ს!

HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: BDO

კომპანიის შესახებ:

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი.

ვაკანტური პოზიცია:

1. ანაზღაურებადი სტაჟირება ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე;

2. ERP  პრისეილერი/სტაჟიორი

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge