მოდი EXPO JOB – ზე, გაიცანი და გაეცანი კომპანია გრანთ თორნთონს (Grant Thornton)!

HR hub-ის და www.studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 და 29 თებერვალს, ექსპოჯორჯიაში (118 წერეთლის გამზირი, თბილისი) 10:00სთ-დან – 19:00სთ-მდე EXPO JOB – ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: გრანთ თორნთონი

კომპანიის შესახებ:

გრანთ თორნთონი (Grant Thornton) მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი აუდიტორული ფირმების ქსელია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორს აუდიტორულ, საბუღალტრო, იურიდიულ და ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს.

გრანთ თორნთონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 143 ქვეყანაში მუშაობს და ქსელში შემავალ კომპანიებში დღეისათვის 56,000  თანამშრომელია, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ გამორჩეული მომსახურება გაუწიონ კომპანიის კლიენტებს და იყვნენ სასარგებლონი კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

გრანთ თორნთონი საქართველოში პროექტებს ახორციელებს 1999 წლიდან. 2005 წელს დაარსდა გრანთ თორნთონის  წარმომადგენლობა საქართველოში.

 

გრანთ თორნთონის თბილისის და ბათუმის ოფისებში, დღეისათვის 64 ადამიანი მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით:

 

– აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურებები;

– ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგი;

– ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებები;

– საგადასახადო და იურიდიული სერვისები.

ვაკანტური პოზიციები:

1. აუდიტის ასისტენტი (AA1), (AA2), (AA3)
2. უფროსი აუდიტორი
3. ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის განყოფილებაში

დარეგისტრირდით!

გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!

« »
💙 2020 studentjob.ge