წარმოგიდგენთ ,,ახალციხე ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: ენერგო-პრო ჯორჯია
კომპანიის შესახებ:
„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 84% მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. კომპანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია 6000-მდე პროფესიონალი.
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7
შეგახსენებთ Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით, რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ ტარდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
ახალციხე ჯობს 21 სექტემბერს რაბათის ციხეში 13:00-15:00 გაიმართება.
ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.
ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატების!