Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.
თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.
წარმოგიდგენთ ,,თელავი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: ჯიბე ქეშ&ქერი
კომპანიის შესახებ:
შპს „ჯიბე“ წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ „cash and carry” ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით და მულტინაციონალური ბრენდებით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და უახლოეს მომავალში აპირებს ქსელის განვითარებას და გაფართოებას არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც.
ვაკანსიების/პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:
გელოდებით, ,,თელავი ჯობს”-ზე 7 ივლისს, ნადიკვრის პარკში 16:00სთ-დან.
ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატების!