ზუგდიდი ჯობს: ვითიბი ბანკი

წარმოგიდგენთ ,,ზუგდიდი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: ვითიბი ბანკი

კომპანიის შესახებ:

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” არის კომერციული ბანკი, VTB Group-ის წევრი. ფილიალების ქსელი შედგება 37 გაყიდვის წერტილისგან და მოიცავს საქართველოს უმეტეს რეგიონს. პერსონალის შერჩევა “ვითიბი ბანკ ჯორჯიაში” გამჭვირვალე პროცესია. ორიენტირებული ვართ ახალგაზრდა, პერსპექტიული, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე, პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე.

ვაკანსიების პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  • განვადების მენეჯერი
  • სერვისის და გაყიდვების მენეჯერი
  • ანგარიშების მენეჯერი
  • საკრედიტო ექსპერტი

ზუგდიდის დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7

შეგახსენებთ  Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით,  რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“   ტარდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და კრედო ბანკის მხარდაჭერით.

ზუგდიდი ჯობს/Zugdidi Jobs – 25 ივლისს, 19:00სთ-ზე,  დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality-ის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge