ზუგდიდი ჯობს: ენერგო პრო ჯორჯია

წარმოგიდგენთ ,,ზუგდიდი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: ენერგო პრო ჯორჯია

კომპანიის შესახებ:

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 6000 პროფესიონალი. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და თანაბარ დასაქმების შესაძლებლობებს ვუქმნით ადამიანებს რეგიონებში.

ვაკანსიების პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენს კომპანია ფესტივალზე “ჩვენ გეძებთ შენ” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში:

  1. სამშენებლო სამუშაოების სპეციალისტი – სათაო ოფისი
  2. შემდუღებელი – რიონ ჰესი -ენერგო-პრო გენერაცია
  3. ტურბინის ოპერატორი – ზაჰესი – ენერგო-პრო გენერაცია
  4. აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი – რუსთავი
  5. ტექნიკოსი (სტაჟიორი) – ტყიბული
  6. ტექნიკოს-ელექტრიკოსი (სტაჟიორი) – ტყიბული
  7. ელექტრიკოსი (სტაჟიორი) – ტყიბული
  8. ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის ოპერატორი (სტაჟირი) – ტყიბული
  9. ელექტრიკოსი (სტაჟიორი) – წყალტუბო
  10. მორიგე ელექტრიკოსი (სტაჟიორი) – წყალტუბო
  11. მორიგე მძღოლი ელექტრიკოსი (სტაჟიორი) – წყალტუბო
  12. აღმოსავლეთის მაღალი ძაბვის ქვესადგურების ქვეგანყოფილების I კატეგორიის მორიგე – მცხეთის ზონა
  13. ქვესადგურის II კატეგორიის მორიგე (სტაჟიორი)
  14. ქობულეთი – ფოთის ზონა – ქ/ს ჭახათი, ქ/ს ოჩხამური, ქ/ს ფოთი 3
  15. ზემო აჭარის ზონა – ქ/ს ღორჯომი, ქ/ს ყინჩაური
  16. რაჭის ზონა – ქ/ს საგლოლო o ჭიათურის ზონა – ქ/ს კაცხი, ქ/ს კორბოული
  17. მცხეთის ზონა – ქ/ს აფთაუნი o ქარელის ზონა – ქ/ს ბრეთი, ქ/ს აბანო
  18. ახალციხის ზონა – ქ/ს ტბა
  19. ახალქალაქის ზონა – ქ/ს დილისკა, ქ/ს ოკამი, ქ/ს გოდოლარი

ზუგდიდის დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7

შეგახსენებთ  Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით,  რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“   ტარდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და კრედო ბანკის მხარდაჭერით.

ზუგდიდი ჯობს/Zugdidi Jobs – 25 ივლისს, 19:00სთ-ზე,  დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality-ის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge