ზუგდიდი ჯობს: ემ ბი სი

წარმოგიდგენთ ,,ზუგდიდი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: მიკროსაფინანსო ორგანზიაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” (ემ ბი სი) 

კომპანიის შესახებ:

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 9 ფილიალის სახით.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებებირომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  • დაკრედიტების ექსპერტი (4)
  • მოლარე (2)
  • გაყიდვების აგენტი (6)

ზუგდიდის დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7

შეგახსენებთ  Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით,  რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“   ტარდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და კრედო ბანკის მხარდაჭერით.

ზუგდიდი ჯობს/Zugdidi Jobs – 25 ივლისს, 19:00სთ-ზე,  დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality-ის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge