წარმოგიდგენთ ,,ზუგდიდი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: კრედო ბანკი
კომპანიის შესახებ:
კრედო ბანკი სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე მრავალი წელია, თავის თანამშრომლებს აძლევს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საუკეთესო საშუალებას. შერჩევის გამჭვირვალობა, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო, განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა, გამორჩეული ბენეფიტები – სწორედ ეს ფაქტორები ხდის კრედო ბანკს ერთ – ერთ ყველაზე კარგ დამსაქმებლად საქართველოში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კრედო ბანკში მენეჯმენტის 90% დაწინაურებული თანამშრომლები არიან.
ვაკანსიების/პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:
„კრედო ბანკში“ საქართველოს მასშტაბით და რათქმაუნდა სამეგრელოს რეგიონში (ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ფოთი, ხობი,სენაკი,მარტვილი) ვეძებთ სესხის ოფიცრებს.
ჩვენ 68 ფილიალით ვართ წარმოდგენილი და კიდევ ვიზრდებით.
ჩვენთვის გუნდურობა და სტაბილურობა მთავარი ღირებულებაა.
თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული, არ უშინდები გამოწვევებს და გჯერა შენი თავის, მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის.
ჩვენ გთავაზობთ:
რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:
რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:
#გახდიკრედოელი
გელოდებით, ,,ზუგდიდი ჯობს”-ზე 25 ივლისს, დადიანების სასხლის ეზოში 19:00სთ-დან.
ზუგდიდის დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7
შეგახსენებთ Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით, რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ ტარდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და კრედო ბანკის მხარდაჭერით.
ზუგდიდი ჯობს/Zugdidi Jobs – 30 ივლისს, 19:00სთ-ზე, დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality-ის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.
ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატების!