Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.
თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.
წარმოგიდგენთ ,,თელავი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: IT აკადემია STEP
კომპანიის შესახებ:
IT Step აკადემია -საერთაშორისო სასწავლო ცენტრი IT სპეციალიზაციით. აკადემია არსებობს 1999 წლიდან არის 18 ქვეყანაში 48 ფილიალით. აკადემიას აქვს 2 ძირითადი მიმართულება, მცირე აკადემია 9-15 წლის ბავშვებისთვის და პროფესიული IT განათლება 15+ ასაკის მოზრდილებისთვის. IT STEP აკადემია არის Microsoft-ის, Cisco-ს და Autodesk-ის ერთ–ერთი უმსხვილესი ავტორიზებული სასწავლო ცენტი. ჩვენი სტუდენტები სწავლის პროცესში უფასოდ იღებენ საერთაშორისო სერტიფიკატებს.სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ, სტუდენტები იღებენ IT STEP აკადემიის საერთაშორისო დიპლომს, ასევე საერთაშორისო დიპლომებს პარტნიორი კომპანიებისგან. IT STEP აკადემიაში სწავლა უნიკალური საავტორო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რომელმაც IT ინდუსტრიაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ვაკანსიების/პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:
გელოდებით, ,,თელავი ჯობს”-ზე 7 ივლისს, ნადიკვრის პარკში 16:00სთ-დან 20:00სთ-მდე.
ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატების!