თელავი ჯობს: Gremi Hall • გრემი ჰოლი

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

წარმოგიდგენთ ,,თელავი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: Gremi Hall • გრემი ჰოლი

კომპანიის შესახებ:

სასტუმრო მდებარეობს კახეთის რეგიონში, თელავიდან 18 კილომეტრის მოშორებით, გრემის მონასტრის ახლოს.

გრემი ჰოლი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს მშვიდ დასასვენებელ ადგილს ბუნებაში. ისიამოვნეთ კავკასიონის ულამაზესი ხედებით და ჩვენს ქარხანაში დამზადებული ქართული ღვინით.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებებირომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  1. მიმტანი-2
  2. მზარეული-1
  3. დამლაგებელი-1

გელოდებით, ,,თელავი ჯობს”-ზე 7 ივლისს, ნადიკვრის პარკში 16:00სთ-დან 20:00სთ-მდე.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge