თელავი ჯობს: Family Credit

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

წარმოგიდგენთ ,,თელავი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: Family Credit/ფემილი კრედიტი

კომპანიის შესახებ:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ფემილი კრედიტი” გასცემს სესხებს ფიზიკურ პირებზე 250 ლარიდან 4000 ლარამდე. ამჯერად საქართველოში ფუნქციონირებს 14 ფილიალი: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, მარტვილი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი, ვანი, ხაშური, წყალტუბო, ბორჯომი, ფოთი, ოზურგეთი

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებებირომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  1. სესხის ოფიცერი,
  2. საკრედიტო ჯგუფის უფროსი,
  3. მოლარე-ოპერატორი

გელოდებით, ,,თელავი ჯობს”-ზე 7 ივლისს, ნადიკვრის პარკში 16:00სთ-დან.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge