თელავი ჯობს: სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

წარმოგიდგენთ ,,თელავი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

კომპანიის შესახებ:

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს – სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებებირომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  1. გაყიდვების მენეჯერი –
  2. ოპერაციების აღრიცხვის მენეჯერი
  3. სადაზღვევო აგენტი

გელოდებით, ,,თელავი ჯობს”-ზე 7 ივლისს, ნადიკვრის პარკში 16:00სთ-დან 20:00სთ-მდე.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge