თელავი ჯობს: სადაზღვევო კომპანია ალდაგი

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

წარმოგიდგენთ ,,თელავი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: სადაზღვევო კომპანია ალდაგი

კომპანიის შესახებ:

ალდაგი პირველი ქართული სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ბაზარზე. ალდაგში დასაქმება საინტერესო და რაც მთავარია სტაბილურია, რასაც წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და ძლიერი კორპორატიული კულტურა განაპირობებს.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებებირომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  1. სადაზღვევო აგენტი
  2. აგრო კოორდინატორი

გელოდებით, ,,თელავი ჯობს”-ზე 7 ივლისს, ნადიკვრის პარკში 16:00სთ-დან.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge