თელავი ჯობს: ნიკორა ტრეიდი

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

წარმოგიდგენთ ,,თელავი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: ნიკორა ტრეიდი

კომპანიის შესახებ:

“ნიკორა სუპერმარკეტი” ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა. წლების მანძილზე კომპანია აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია საქართველოს მაშტაბით. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 209 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 164 თბილისში ხოლო 45 საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებშია წარმოდგენილი. უმაღლესი ხარისხი, ასორტიმენტის მრავალფეროვნება, მაქსიმალური კომფორტი და ხელმისაწვდომი ფასები – “ნიკორა სუპერმარკეტის” მთავარი უპირატესობაა.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებებირომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  1. კონსულტანტი,
  2. მოლარე.

გელოდებით, ,,თელავი ჯობს”-ზე 7 ივლისს, ნადიკვრის პარკში 16:00სთ-დან.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge