თელავი ჯობს: კრედო ბანკი

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

წარმოგიდგენთ ,,თელავი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: კრედო ბანკი

კომპანიის შესახებ:

კრედო ბანკი სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე მრავალი წელია, თავის თანამშრომლებს აძლევს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საუკეთესო საშუალებას. შერჩევის გამჭვირვალობა, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო, განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა, გამორჩეული ბენეფიტები – სწორედ ეს ფაქტორები ხდის კრედო ბანკს ერთ – ერთ ყველაზე კარგ დამსაქმებლად საქართველოში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კრედო ბანკში მენეჯმენტის 90% დაწინაურებული თანამშრომლები არიან.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებებირომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  1. უმცროსი სესხის ოფიცერი თელავში – 2 კადრი
  2. უმცროსი სესხის ოფიცერი ლაგოდეხში – 2 კადრი
  3. უმცროსი სესხის ოფიცერი ახმეტაში – 2 კადრი
  4. უმცროსი სესხის ოფიცერი წნორში – 2 კადრი
  5. უმცროსი სესხის ოფიცერი საგარეჯოში – 2 კადრი
  6. უმცროსი სესხის ოფიცერი ყვარელი – 2 კადრი
  7. უმცროსი სესხის ოფიცერი გურჯაანი – 2 კადრი
  8. უმცროსი სესხის ოფიცერი დედოფლისწყარო – 2 კადრი
  9. განვადების ოფიცერი (თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, წნორი, საგარეჯო, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლსწყარო) – 20 კადრი
  10. პრობლემური სესხის ოფიცერი კახეთში – 2 კადრი

გელოდებით, ,,თელავი ჯობს”-ზე 7 ივლისს, ნადიკვრის პარკში 16:00სთ-დან.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge