თელავი ჯობს: ვითიბი ბანკი

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

წარმოგიდგენთ ,,თელავი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: ვითიბი ბანკი

კომპანიის შესახებ:

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” არის კომერციული ბანკი, VTB Group-ის წევრი. ფილიალების ქსელი შედგება 37 გაყიდვის წერტილისგან და მოიცავს საქართველოს უმეტეს რეგიონს. პერსონალის შერჩევა “ვითიბი ბანკ ჯორჯიაში” გამჭვირვალე პროცესია. ორიენტირებული ვართ ახალგაზრდა, პერსპექტიული, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე, პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებებირომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

1. აგრო ბიზნესის ანალიტიკოსი – 2

2. მცირე ბიზნესის ანალიტიკოსი – 1

3. განვადების მენეჯერი – 2

4. საინფორმაციო ოფიცერი – 1

გელოდებით, ,,თელავი ჯობს”-ზე 7 ივლისს, ნადიკვრის პარკში 16:00სთ-დან 20:00სთ-მდე.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge