თელავი ჯობს: ენერგო–პრო ჯორჯია

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

წარმოგიდგენთ ,,თელავი ჯობს”-ში მონაწილე კომპანიას: ენერგო–პრო ჯორჯია

კომპანიის შესახებ:

სს “ენერგო-პრო ჯორჯია” არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 6000 პროფესიონალი. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და თანაბარ დასაქმების შესაძლებლობებს ვუქმნით ადამიანებს რეგიონებში.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებებირომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  1. ტექნიკოს-ელექტრიკოსი (სტაჟიორი)
  2. ელექტრიკოსი (სტაჟიორი)

გელოდებით, ,,თელავი ჯობს”-ზე 7 ივლისს, ნადიკვრის პარკში 16:00სთ-დან 20:00სთ-მდე.

ჩვენ გვჯერა თქენი წარმატების!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge