Monthly Archives: December 2017

ენდე შედეგს – „CERTUS“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი "CERTUS"-ი კომპეტენციის დადასტურების საუკეთესო შესაძლებლობაა ნებისმიერი მსურველისათვის. პროექტის ფარგლებში პირველი შეთავაზება ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირებაა. სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველები ამ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნის დონის დადასტურებასა და შესაბამისი დოკუმენტის სასწავლებელში წარდგენას უახლოეს მომავალში შეძლებენ.   ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტი 4 ნაწილისაგან შედგება: კითხვა, გრამატიკა და ლექსიკა (Reading and Use of English); მოსმენა (Listening); ლაპარაკი (Speaking); წერა (Writing). ცენტრის მიერ გაცემული ცნობა და სერტიფიკატი უკვე რამდენიმე უმაღლესმა სასწავლებელმა აღიარა, მათ შორის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და სდასუმ. დეკემბრის თვეში მონაწილეებს ტესტის პირველი ნაწილის - კითხვა, გრამატიკა, ლექსიკა (Reading and Use of English) გავლა შეეძლებათ. ტესტის დანარჩენი 3 ნაწილის ჩაბარება 2018 წლიდან ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი. მონაწილეები რეგისტრაციისას (რეგისტრაციის ბმული https://online.naec.ge/certus) თავად ირჩევენ მათთვის ხელსაყრელ თარიღს მთლიანი ტესტის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩასაბარებლად. ტესტირების საფასური მსგავს საერთაშორისო გამოცდების ღირებულებასთან დაახლოებით შედარებით 10-ჯერ ნაკლებია. მომდევნო თვეების განმავლობაში ცენტრი ინდივიდუალურ თუ კორპორატიულ მონაწილეებს შესთავაზებს შემდეგი კომპეტენციების დამადასტურებელ ტესტირებებს: უცხოური ენის (გერმანული, რუსული, ფრანგული) ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა; ძირითადი სააზროვნო უნარები; ქართული ენის ცოდნა და ფუნქციური წერა; საკანცელარიო უნარები; ემოციური და პრაქტიკული ინტელექტის შეფასება. დეტალური ინფორმაცია იხ. http://naec.ge/#/ge/post/1706  

Read More

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge