4 ოქტომბერს 16:00 საათზე „ფაბრიკას“ საკონფერენციო დარბაზში პროექტ „ლურჯი ოკეანის“ კლუბის პრეზენტაცია და ბიზნესღონისძიება გაიმართება. თემა: „რეკლამა თანამედროვე სამყაროში“. ღონისძიების მხარდამჭერია www.studentjob.ge. პრეზენტატორები იქნებიან: გიორგი ქვლივიძე, საკომუნიკაციო სააგენტო "Holmes&Watson"-ის არტ დირექტორი თემა: რეკლამა, როგორც ასეთი გიორგი პოპიაშვილი, კრეატიული დირექტორი თემა: ეფექტური სარეკლამო კომუნიკაცია თორნიკე გურული, მარკეტინგის პროფესორი, PSP Group-ის მარკეტინგის დირექტორი თემა: STEVIE AWARDS და რებრენდინგის ხელოვნება ღონიძიებაზე დასწრების ღირებულებაა 50 ლარი, თუმცა სტუდენტებისთვის ვრცელდება ფასდაკლება და მათთვის ბილეთის შეძენა 30 ლარად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ახალგაზრდებს წიგნები, "რეკლამა მარტივად" ან "ბრენდინგი მარტივად", საჩუქრად გადაეცემათ. სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ კლუბის წევრობის ბარათიც. დასწრების მსურველებს შეგი₾ძიათ დაუკავშირდეთ: მეილი: n.zaqradze@palitra.ge ტელ: 558 151583
Read More
www.studentjob.ge-ის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში. ფორუმზე წარმოდგენილი იყო ჩვენი სტენდი და ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ მიეღოთ ინფორმაცია studentjob.ge-სა და ჩვენი პროექტების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება იყო. ასევე გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა „ღია სივრცის" მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს ჰქონდა. საგამოფენო სივრცეში მოეწყო studentjob.ge-ის ახალგაზრდული დასაქმების პროგრამების პრეზენტაცია, საინფორმაციო ბეჭდური მასალების გამოფენა. სამუშაო ფორმატი ასევე მოიცავდა პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა. ფორუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ. მათ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხეს. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმი საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონში გაიმართა.
Read More