JOB fest 2017: შპს ორი ნაბიჯი

წარმოგიდგენთ JOB fest-ში მონაწილე კომპანიას: შპს ორი ნაბიჯი

 

გახსოვდეს: ერთი წვეთი პრაქტიკა, ზღვა თეორიაზე მეტად ღირებულია. ჩვენ გვჯრა თქენი წარმატების

კომპანიის შესახებ:

“ორი ნაბიჯი” პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 93 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ “ორ ნაბიჯში”.

 

მოგვიყევით თქვენი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტულ უპირატესობებზე:

დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა. კომპანიას აქვს თანამშრომელთა დაწინაურების შთამბეჭდავი მაჩვენებელი და სხვადასხვა დეპარტამენტში სტუდენტი სტაჟიორების დასაქმების რეალური შესაძლებლობა.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  • კომერციული დეპარტამენტის სტაჟიორი;
  • ფინანსური დეპარტამენტის სტაჟიორი;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის სტაჟიორი;
  • იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი;
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი;
  • მაღაზიის მენეჯერი;
  • მაღაზიის ადმინისტრატორი;

დარეგისტრირდით ახლგაზრდების დასაქმების ფესტივალზე აქ www.jobfest.ge , მიიღეთ JOB fest-ის ბარათი.

გელოდებით 25 ივნისს  13:00 – 17:00 ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალზე!

გისურვებთ წარმატებას!

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge