JOB fest 2017: “სითი გრუპი”

წარმოგიდგენთ JOB fest-ში მონაწილე კომპანიას: შპს “სითი გრუპი”

გახსოვდეს: ერთი წვეთი პრაქტიკა, ზღვა თეორიაზე მეტად ღირებულია. ჩვენ გვჯრა თქენი წარმატების!

კომპანიის შესახებ:

შპს “სითი გრუპი” ამჟამად აერთიანებს სასტუმროებს „City Avenue“ და „City Center“ . ჩვენი პირველი სასტუმრო “City Avenue” გაიხსნა 2016 წლის თებერვალში, გუნდის წარატებული მუშაობის შედეგად ორგანიზაცია მიმდინარე წლის ივნისში უკვე ასრულებს მეორე პროექტზე მუშაობას და ხსნის კიდევ ერთ სასტუმროს “City Center”. ვთვლით რომ ჩვენი წარმატება, სწორი ბიზნეს-სტრატეგიით, მომხმარებლებისთვის ეფექტური სერვისის შეთავაზების, კვალიფიციური თანამშრომლებისა და გუნდური მუშაობის შედეგია.

მოგვიყევით თქვენი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტულ უპირატესობებზე:

  • ჩვენ ვქმნით კომფორტულ გარემოს თანამშრომლობისთვის, სადაც ადამიანებს აქვთ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის, განვითარების საშუალება, სადაც ფასდება მათ მიერ წარმატებით შესრულებული სამუშაო.
  • ვთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას, ბონუსებს შესრულებული სამუშაოს შესაბამისად და ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

 1. მიმტანი (ადგილების რაოდენობა 3)

2. ტექნიკური სპეციალისტი (ადგილების რაოდენობა 2)

3. ადმინისტრატორი (ადგილების რაოდენობა 2)

4. სერვისის სუპერვაიზერი (ადგილების რაოდენობა 1)

5. ბელბოი (ადგილების რაოდენობა 3)

ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდა მოტივირებული და ენერგიული კადრების დასაქმებას, ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან და 3-4 კურსის სტუდენტებს ვთავაზობთ სტაჟირების პროგრამას, რომლის წარმატებით გასვლის შემთხვევაში ვითვალისწინებთ მათ შესაძლებლობებს ახალი კადრის დამატების პროცესში და ვასაქმებთ.

დარეგისტრირდით ახლგაზრდების დასაქმების ფესტივალზე აქ www.jobfest.ge , მიიღეთ JOB fest-ის ბარათი.

გელოდებით 25 ივნისს  13:00 – 17:00 ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალზე!

გისურვებთ წარმატებას!

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge