JOB fest 2017: რედიქსი

წარმოგიდგენთ JOB fest-ში მონაწილე კომპანიას: რედიქსი

გახსოვდეს: ერთი წვეთი პრაქტიკა, ზღვა თეორიაზე მეტად ღირებულია. ჩვენ გვჯრა თქენი წარმატების!

კომპანიის შესახებ:

შპს რედიქს ჯგუფი უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის თბილისში დაფუძნებული კერძო ფირმაა, რომელსაც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს უძრავი ქონების ბაზარზე. რედიქს ჯგუფი დაკომპლექტებულია ნიჭიერი, საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი თანამშრომლებისა და კონსულტანტებისგან. ამჟამად ჩვენ ვმართავთ უძრავი ქონების ას მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს. ეს აქტივები მოიცავს თბილისის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ საუკეთესო ადგილებზე მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობის და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებას და მიწის ბანკს. უძრავი ქონების მართვისა და განვითარების პარალელურად კომპანია ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას ითავსებს. რედიქს ჯგუფის პორტფოლიოს დაემატა სუპერმარკეტი, კაფე, საბავშვო ბაღი, ველნესცენტრი და ტურისტული სააგენტო. გარდა ამისა, შეიქმნა HoReCa დეპარტამენტი – ქსელი, რომელიც გააერთიანებს სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს თბილისში, სიღნაღსა და ბათუმში.

მოგვიყევით თქვენი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტულ უპირატესობებზე:

რედიქს ჯგუფი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ერთდროულად მოღვაწეობს რამოდენიმე განხვავებულ სფეროში. უკვე 10 წელია ბაზარზეა და როგორც დამსაქმებელი სტაბილური კომპანიაა დასაქმების მსურველი ახალგაზრდებისთვის. კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო საკონსულტაციო და საფინანსო ორგანიზაციებთან , ასევე დაკომპლექტებულია ნიჭიერი, ქართველი და უცხოელი თანამშრომლებისა და კონსულტანტებისგან რითაც საშუალებას ვაძლევთ თანამშრომელს მიიღონ საერთაშორისო დონის გამოცდილება ერთდროულად რამოდენიმე სფეროში.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  1. ბიზნეს ცენტრის ადმინისტრატორი,
  2. მარკეტინგის სპეციალისტი,
  3. 3D renderer,
  4. HoReCa მიმართულების თანამშრომლები

დარეგისტრირდით ახლგაზრდების დასაქმების ფესტივალზე აქ www.jobfest.ge , მიიღეთ JOB fest-ის ბარათი.

გელით 25 ივნისს ვაკის პარკში სტუდენტური დასაქმების ფესტივალზე!

გისურვებთ წარმატებას!

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge