JOB fest 2017: თერმოინდუსტრია

წარმოგიდგენთ JOB fest-ში მონაწილე კომპანიას: თერმოინდუსტრია

გახსოვდეს: ერთი წვეთი პრაქტიკა, ზღვა თეორიაზე მეტად ღირებულია. ჩვენ გვჯრა თქენი წარმატების!

კომპანიის შესახებ:

კომპანია ხუთი წელია ბაზარზეა, მოღვაწეობს გათბობა/კონდენცირების/ვენტილაციის/წყალმომარაგების სფეროში. კომპანიას ჰყავს არაქართველი დამფუძნებლები. კომპანიას აქვს ფილიალები თბილისში, ბათუმში, ფოთში, წლის ბოლომდე გამოვჩნდებით ქუთაისშიც. ამჟამად “თერმოინდუსტრიის” ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია – შენდება ახალი ეკო ფრენდლი შოურუმი , კომპანიის სათავო ოფისი. ამჟამად მიმდინარეობს კადრებით დაკომპლექტება, ყველაზე ცხელი ზაფხული და მნიშვნელოვანი სამზადისი გვაქვს წინ. შოურუმი სავარაუდოდ სექტემბრიდან გაიხსნება.

მოგვიყევით თქვენი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტულ უპირატესობებზე:

პატარა კომპანიისთვის არადამახასიათებელი ბევრი ბენეფიტი აქვს: დაზღვევის საუკეთესო პირობები, სატელეფონო ლიმიტი, ბონუსური სისტემა, მეცამეტე ხელფასის სისტემა, უფასო კვება. უამრავი ახალი ბენეფიტი ამოქმედდება სათავო ოფისის გახსნისთანავე, დეტალებს მოგვიანებით გაგანდობთ.

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  1. კონსულტანტი;
  2. მოლარე ოპერატორი;
  3. გაყიდვების მენეჯერი;
  4. საწყობის თანამშრომელი.

დარეგისტრირდით ახლგაზრდების დასაქმების ფესტივალზე აქ www.jobfest.ge , მიიღეთ JOB fest-ის ბარათი.

გელოდებით 25 ივნისს  13:00 – 17:00 ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალზე!

გისურვებთ წარმატებას!

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge