JOB fest 2017: ფინკა ბანკი საქართველო

წარმოგიდგენთ JOB fest-ში მონაწილე კომპანიას: ფინკა ბანკი საქართველო

გახსოვდეს: ერთი წვეთი პრაქტიკა, ზღვა თეორიაზე მეტად ღირებულია. ჩვენ გვჯრა თქენი წარმატების!

კომპანიის შესახებ:

ფინკას გლობალური მისიაა სიღარიბის აღმოფხვრა ადამიანებისათვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შეთავაზების გზით, რომელიც მათ დაეხმარება შექმნან სამუშაო ადგილები, ჰქონდეთ შემოსავლის წყარო და გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები.

 

მოგვიყევით თქვენი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტულ უპირატესობებზე:

1. ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

2.ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

 

ვაკანსიების/პოზიციების დასახელებები, რომლებსაც წარმოადგენთ ფესტივალზე:

  1. საკრედიტო ოფიცრის სტაჟირებიების პროგრამა

დარეგისტრირდით ახლგაზრდების დასაქმების ფესტივალზე აქ www.jobfest.ge , მიიღეთ JOB fest-ის ბარათი.

გელოდებით 25 ივნისს  13:00 – 17:00 ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალზე!

გისურვებთ წარმატებას!

 

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge