2017 წლის, 24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება

2017 წლის, 24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დასაქმების პორტალი studentjob.ge  გიწვევთ დასაქმების ფორუმში მონაწილეობისთვის. ფორუმი ჩატარდება  11:00-დან 14:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის 101 აუდიტორიაში.
ფორუმზე თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება, მოაწყოს საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში.
ეს არის  უნიკალური შესაძლებლობა დამსაქმებლებისთვის, ჰქონდეთ კომუნიკაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და გაავრცელონ მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იმ მაძიებელთა შორის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მათ კომპანიაში კარიერის შექმნითა თუ განვითარებით. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა (გადადით ბმულზე: http://su0.ru/MK10 ) . აპლიკაციების გამოგზავნის საბოლოო ვადაა 5 მაისი.
სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის კი საინტერესო შესაძლებლობაა ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია დამსაქმებლებთან. ფორუმზე დასაქმების მსურველებს, სტუდენტებსა და ახლად კურსდამთავრებულებს 11:00-დან 14:00 საათამდე შეეძლებათ, დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარი რეზიუმე/CV მიაწოდონ და გაესაუბრონ.

გისურვებთ წარმატებას !

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ჩარგლის ქ. 73, თბილისი, 0141, საქართველო
ტელ.: (+995 32) 261 12 98 (შიდა 109)
მობ.: +(995) 599 800 299
E-mail: career@ciu.edu.ge
Web: www.ciu.edu.ge
S. Media: www.facebook.com/CIUniversity
www.facebook.com/ciu115career

« »
💙 2020 studentjob.ge