1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. პაშა ბანკი HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ მის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსს ანანო ქორქიას ვესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ჩვენ მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს ვთავაზობთ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში მაღალი ხარისხის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში.
ეკონომიკის განვითარებისთვის კი, ბუნებრივია, ბიზნესისთვის ხელშეწყობაა საჭირო, რაშიც ჩვენი საქმიანობით აქტიურად ვართ ჩართული. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ ჩვენი კლიენტების სანდო ფინანსური პარტნიორი, რაც ცალსახად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კორპორატიული ბანკის შერჩევისას.
როგორც ზემოთ აღვინიშნე, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით ეკონომიკის ზრდას და განვითარებას შევუწყოთ ხელი, იქნება ეს მსხვილი და საშუალო საწარმოების ფინანსური მხარდაჭერა, მათი ფასიანი ქაღალდების გამოშვება თუ რაიმე სხვა საბანკო მომსახურების გაწევა. ჩვენი მარკეტინგული აქტივობებიც ჩვენს კორპორატიულ ხედვას ეფუძნება და შესაბამისად ამა თუ იმ სასპონსორო შემოთავაზების განხილვისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის ამ პროექტის პოტენციურ სარგებელს.
ხშირად ვუჭერთ მხარს სხვადასხვა ბიზნეს კონფერენციას, სემინარს ან საინტერესო ფორმატის შეკრებებს, რომლებიც პროფესიონალების გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. მახსენდება მაგალითისთვის ინსორსის პროექტი „ბიზნეს კაფე“, დევიდ ალენის სემინარი დროის მართვაზე, სფოთლაითი და ბევრი სხვა ღონისძიება, რომელსაც პაშა ბანკმა საქართველოში ოპერირების ამ მოკლე ვადაში მხარი დაუჭირა.
ამჯერად გადავწყვიტეთ HR Reburn-ის მხარდაჭერა, რადგან ვთვლით, რომ ადამიანური რესურსების სწორი მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ნებისმიერი კომპანიის წარმატებისთვის. ამ სფეროს განვითარება და საერთაშორისო გამოცდილებების საფუძვლიანი შესწავლა წარმოუდგენელია, რომ არ გამოადგეთ ადგილობრივ სპეციალისტებს.
მე პირადად ვთვლი, რომ ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ყოველთვის სასარგებლოა. ყველას რაღაც მოგვაქვს იმ მასტერკლასიდან, რომელსაც ვესწრებით – ზოგჯერ უფრო მეტი, ზოგჯერ – ნაკლები. ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც სპიკერია ხოლმე – მისი/მათი ცოდნა, გამოცდილება და გადმოცემის უნარი. სპიკერები, რომლებსაც ორი დღის განმავლობაში თბილისი უმასპინძლებს, დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და პრაქტიკულ ცოდნას გაუზიარებენ დამსწრეებს. ამ ინფორმაციის გადამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა უკვე მეორე საკითხია. ვფიქრობ, რომ აქ სწორედ ის ადამიანები შეიკრიბებიან, ვისაც ყველაზე მეტი საშუალება აქვთ მიღებული ცოდნა საქმიანობაში გადმოიტანონ და დადებითი ცვლილება შეიტანონ მათი კომპანიის საქმიანობაში.
მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ ამ სასარგებლო საქმეში.
კონკრეტულად ეს სფერო არის ძალიან საინტერესო და თან რეალურად ყველა კომპანიისთვის, მითუმეტეს მსხვილი ზომის საწარმოებისთვის. როდესაც გავეცანი იმ ბრენდების ჩამონათვალს, ვისაც HR Reborn-ის სპიკერები უწევენ კონსულტაციას, უკეთ წარმოვიდგინე, თუ როგორი საინტერესო იქნება ამ ადამიანების მოსმენა და თუ რამდენი შეიძლება, რომ ისწავლო მათგან.
ორივე დღის განრიგი დატვირთულია ისეთი საკითხებით, რომელიც არა თუ მხოლოდ HR სპეციალისტებისთვის, არამედ ზოგადად მენეჯერებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება. მაგალითისთვის, თანამშრომლის ჩართულობაზე და მოტივაციაზე მუშაობა, დამეთანხმებით, რომ მხოლოდ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს სცდება და რეალურად ყველა მენეჯერისთვის საინტერესო საკითხია.
როგორც აღვნიშნე, პაშა ბანკი ხშირად უჭერს მხარს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც სასარგებლოა ბიზნესის სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის. მიმდინარე სტრატეგიულ პერიოდში, რომელიც 2017 წლის ბოლოს იწურება, არა ერთი მსგავსი ღონისძიების მხარდაჭერა გვაქვს დაგეგმილი.
დეტალები აქ: https://goo.gl/Go0FJe
განრიგი: goo.gl/zdwUHX