“მე ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით“
მილტონ ჰეიგი
31 იანვარს HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის ამ სეზონის რიგით მეორე შეხვედრას სასტუმრო “ციტრუსში” გამართავს. ღონისძიებას 1 მენტორი ეყოლება და ის არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგია. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.
“მე ამაყივარ ჩემი ბიჭებით და ქართული რაგბით და იმით, რომ 4.5 მილიონი ადამიანია ბედნიერი ჩვენი გამარჯვებებით. „ – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
თემა: Ways To Build High Performance Team
ახალ ზელანდიელი მილტონ ჰეიგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2011 წელს დაინიშნა. საქართველოს რაგბში გაწეული ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის წოდება.
მისი სამწვრთნელო კარიერა 1991 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში -იყო “მანუკაუ სტილერსის” მთავარი მწვრთნელი და რაგბის განვითარების ხელმძღვანელი. მას აქ ასისტენტობას უწევდა მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ტანა უმაგა.
2016 წელს, უცხოურმა გამოცემამ punditarena.com-მა „ბორჯღალოსანთა“ თავკაცი მსოფლიო რაგბის ათ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა. აი, რას წერს ვებ-გვერდი მასზე: “შესაძლოა აქამდე მის შესახებ ბევრი არაფერი გცოდნოდათ თუ ახალი ზელანდიიდან არ ხართ. მაგრამ სწორედ მილტონ ჰეიგმა გახადა საქართველოს ნაკრები კონკურენტუნარიანი ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში.“
მილტონ ჰეიგს გუნდის მართვის მრავალწლიან გამოცდილებას, გაგვიზიარებს. HR hub-ის ღონისძიებაზე ის ისაუბრებს ძლიერი გუნდის შექმნის გზებზე. რა საერთო აქვს სპორტსა და ბიზნესს. რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც საერთო ჯამში წარმატებულ გუნდს ქმნის. როგორ უნდა მოიქცე წაგების, დამარცხების შემთხვევაში. ის ასევე გაგვიზიარებს გუნდის მოტივაციის მისეულ ხედვას, როგორ მივაღწიოთ საუკეთესო გუნდურ შედეგებს.
„გუნდურობის კულტურის დანერგვა, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელის საქმეა, შემდეგ კი ამას გუნდის საუკეთესო და ყველაზე ავტორიტეტული მოთამაშეები ინარჩუნებენ. ამ კულტურის ნაწილი არის ის, რომ ჩვენ გუნდურ ფასეულობებს პირველ ადგილზე ვაყენებთ და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.“- განაცხადა მილტონ ჰეიგმა ერთ-ერთ კონფერენციაზე, როდესაც კითხეს როგორ შეძელო 15 ქართველის ჰარმონია.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის 2016 წლის ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: https://goo.gl/jyisUC
გელოდებით 31 იანვარს 19:00 HR hub-ში!