3 დეკემბერს HR hub – ის სეზონის პირველი ღონისძიება სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართა.
HR hub – ში სტუმრად გვყავდა TBC ბანკის გენრალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი. ნიკა პანელ დისკუსიაში ჩაერთო და HR მენეჯერებთან ერტად ისაუბრა ისეთ თემაზე როგორიცაა: რა სურს CEO-ს HR-ისგან ანუ ხელმძღვანელის ხედვა – რა მოლოდინი აქვს მას HR გუნდისგან.
კლუბის წევრები ჩაერთვნენ დისკუსიაში და კითხვებით მიმართეს მოწვეულ სტუმარს.
HR hub- ში ამ შეხვედრის მეორე ნაწილი , რომელზეც სტუმარი ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი იქნება, მოგვინანებით გაიმართება.
HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი.
HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ
გაატარეთ რამდენიმე საათი.
წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება!
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის 2016 წლის ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე:
8. HR hub – ის რიგით მერვე ღონისძიება https://goo.gl/v9h4uZ
ჩვენ ყველა ერთად ვქმნით HR hub- ს!
სიყვარულით
HR hub- ის გუნდი
4 დეკემბერრი 2016 წელი