დღეს studentjob.ge კარიერული ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს

დღეს, 19 დეკემბერს, 18:30 საათზე,  სტუდენტური დასაქმების პორტალი studentjob.ge-ის ორგანიზებით ტარდება მრგვალი მაგიდის ტიპის სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტების კარიერული ცენტრების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ძირითადი თემები იქნება:

  • კარიერული ცენტრების საქმიანობის მიმოხილვა მიმდინარე პრობლემების განხილვა და ანალიზი
  • სტუდენტების დასაქმების ძირითადი ასპექტები და პერსპექტივები

studentjob.ge არის ვებ-გვერდი სტუდენტებზე მორგებული ვაკანსიებისთვის, რომელიც 2015 წლის მარტიდან ზრუნავს სტუდენტებისა და ახლად კურსდამთავრებულების დასაქმებაზე.

studentjob.ge  მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც პერიოდულად გამართავს.

« »
💙 2020 studentjob.ge