დღეს, 19 დეკემბერს, 18:30 საათზე, სტუდენტური დასაქმების პორტალი studentjob.ge-ის ორგანიზებით ტარდება მრგვალი მაგიდის ტიპის სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტების კარიერული ცენტრების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითადი თემები იქნება: კარიერული ცენტრების საქმიანობის მიმოხილვა მიმდინარე პრობლემების განხილვა და ანალიზი სტუდენტების დასაქმების ძირითადი ასპექტები და პერსპექტივები studentjob.ge არის ვებ-გვერდი სტუდენტებზე მორგებული ვაკანსიებისთვის, რომელიც 2015 წლის მარტიდან ზრუნავს სტუდენტებისა და ახლად კურსდამთავრებულების დასაქმებაზე. studentjob.ge მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც პერიოდულად გამართავს.
Read More
HR hub - ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn ტექნოპარკში გაიმართება. 2 დღიან ტრენინგს Google-ის ტრენერი Chris Perks და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი Pete Jenkins ჩაატარებენ. საუბარი იქნება მინიმალური დანახარჯებით, სოციალური მედიის გამოყენებით, თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. ასევე თანამშრომლების ჩართულობასა და მოტივაციაში Gamification-ის როლზე . ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთის ღირებულება: 500 ევრო. თუმცა თუ კომპანიიდან/ორგანიზაციიდან დაესწრება 1-ზე მეტი თანამშრომელი ვრცელდება ფასდაკლება: 2 თანამშრომლის დასწრება კომპანიიდან/ორგანიზაციიდან - 450 € 3 და მეტი თანამშრომლის დასწრება - 350 € HR hub - ის წევრებისა და მენტორებისთვის - 450 ევრო სტუდენტებისთვის - 350 ევრო გაცნობებთ, რომ ბილეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია სამ ნაწილადაც: https://goo.gl/NQMYGv იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია. HR Reborn - ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA, Geocell • Business, იმედი L • Imedi L PASHA Bank მედი პარტნიორები: ტელეკომპანია TV Imedi, რადიო იმედი, Palitra Media Holding, საქმიანი დილა, ბიზნესკონტრაქტი და Marketer.ge განრიგი იხილეთ აქ: goo.gl/zdwUHX HR Reborn-ის ვებ-გვერდი: www.georgia.ogieurope.com ბილეთის შესაძენად მოგვწერეთ: hrhubgeorgia@gmail.com ან HR hub-ის ოფიციალური FB გვერდზე: /HRhubGeorgia/ HR Reborn - The most innovative HR Event HR Reborn…
Read More
3 დეკემბერს HR hub – ის სეზონის პირველი ღონისძიება სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართა. HR hub – ში სტუმრად გვყავდა TBC ბანკის გენრალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი. ნიკა პანელ დისკუსიაში ჩაერთო და HR მენეჯერებთან ერტად ისაუბრა ისეთ თემაზე როგორიცაა: რა სურს CEO-ს HR-ისგან ანუ ხელმძღვანელის ხედვა – რა მოლოდინი აქვს მას HR გუნდისგან. კლუბის წევრები ჩაერთვნენ დისკუსიაში და კითხვებით მიმართეს მოწვეულ სტუმარს. HR hub- ში ამ შეხვედრის მეორე ნაწილი , რომელზეც სტუმარი ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი იქნება, მოგვინანებით გაიმართება. HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი. HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება! თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის 2016 წლის…
Read More