Monthly Archives: November 2016

3 დეკემბერს, HR hub-ის სეზონის პირველი ღონისძიება გაიმართება

3 დეკემბერს HR hub – ის სეზონის პირველი ღონისძიება სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართება. HR hub – ში სტუმრად გვეყოლებიან კომპანიების გენერალური დირექტორები, რომლებიც პანელ დისკუსიაში ჩაერთვებიან და ისაუბრებენ ისეთ თემაზე როგორიცაა: რა სურს CEO-ს HR-ისგან ანუ ხელმძღვანელის ხედვა – რა მოლოდინი აქვს მას HR გუნდისგან. გარდა ამისა, კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში და კითხვებით მიმართონ მოწვეულ სტუმრებს. ერთ-ერთი სტუმარი იქნება პაველ სმალინსკი – ჯეოსელის გენერალური დირექტორი, რომელიც გაგვაცნობს მისი როგორც ხელმძღვანელის ხედვას ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. ის გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით თქვენთან შესახვედრად ემზადება. პაველ სმალინსკი – „მიმაჩნია, რომ კომპანიისთვის თანამშრომლები ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ძალაა“. ჯეოსელის გენერალური დირექტორი, პაველ სმალინსკი ჯეოსელს 2014 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. სმალინსკი, საქართველოში ჩამოსვლამდე თელიასონერაში საქმიანობდა. კერძოდ, თელიასონერას International Carrier-ში (თელიასონერას ინტერნეტისა და ხმოვანი ტრაფიკის საერთაშორისო გადამტანი კომპანია). პაველ სმალინსკის 15-წლიანი გამოცდილება აქვს სატელეკომუნიკაციო სფეროში. იგი მართავს ბიზნესს, აგებს კორპორაციულ კულტურას და მიმართულებას აძლევს ორგანიზაციას. და HR hub-ის ამ შეხვედრის კიდევ ერთი სტუმარი TBC ბანკის გენერალური დირექტირის მადგილე ნიკა ქურდიანია. ნიკა TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეა. მისი საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება…

Read More

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge