1 წელიწადში 8 წარმატებულილ შეხვედრა და ჰაბი, რომელიც საინტერესოდ
მოაზროვნე HR პრატქიკოსებს აერთიანებს.
HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HR – ის შიდა სამზარეულოში.
HR hub – ის პირველი ღონისძიება 2015 წლის 9 ივლისს ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორია სტუდენტური დასქმების პორტალი – Studentjob.ge.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს HR სფეროს განვითარებას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია იყო ახალი სივრცის შექმნით, სადაც გამოცდილი პროფესიონალები შეძლებდნენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ კოლეგებს. HR hub – ის ღონისძიების ფორმატი განსხვავებული და არასტანდარტულია.
დავინახეთ მოთხოვნა, რომ HR პროფესიონალებისთვის აქამდე არ არსებობდა სივრცე, სადაც შეხვდებოდნენ ერთმანეთს და გაუზიარებდნენ გამოცდილებას, წარმატებულ ქეისებს, გაიგებდნენ მეტ სიახლეს საკუთარ სფეროში. აქედან წამოვიდა იდეა შეგვექმნა HR hub, ჰაბი HR მენეჯერებისთვის, სადაც პერიოდულად ტარდება ღონისძიებები. აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
კლუბის პირველი ღონისძიება 2015 წლის 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell, Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. ასეთი იყო HR hub – ის წარმატებული დასაწყისი და ასე გრძელდება ახლაც. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები HR სფეროში წარატებული პროფესიონალების მონაწილეობით. HR hub – ს დღეისთვის 200 – ზე მეტი ოფიციალური წევრი ჰყავს. პერიოდულად ცხადდება წევრების მიღება. შემოდის აპლიკაციები, რომელსაც არჩევს ჟური და წევრებს ამ ფორმით ვიღებთ.
ჰაბში ქართველი წარმატებული HR მენეეჯრები გვესაუბრებიან ქეისებზე, რომლებიც აქ, ქართულ რეალობაში განახორციელეს. ძალაიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ მენტორებს, რომელბსაც აქვთ გამოცდიელბა გასაზიარებად, აქვთ სათქმელი ამ სფეროში. HR სფერო არის პრაქტიკული დარგი, სადაც სხვისი გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. ამრიგად, ეს არ არის ჩვეულებრივი მოსაწყენი ლექცია ან სემინარი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ აუდიტორია მოუთმენლად ელის ამ HR ქეისების პირველი წყაროდან მოსმენას, ჰაბის თოთოეულ ღონისძიბას. ამ სეზონე 8 ღონისძიება ჩატარდა, 16 მენტორმა და ათობით HR მენეჯერმა მიიღო მონაწლეობა. თითოეული ღონისძიება დიდი სიყვარულითა და უდუდესი მოტივაციით მზადდება.
გთავაზობთ, ძალიან მცირე ნაწილს კომენტარებისა, რასაც წერენ HR პრაქტიკოსები. ჩვენ ვთხოვეთ დაასრულებინათ წინადადება: „HR hub-ში გაწევრიანებით მე ….“ – ჰოდა ასეთი შეფასები მივიღეთ. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს და გვარწმუნებს რო HR hub ქმნის ფასეულობას ამ სფეროში.
„HR hub-ში გაწევრიანებით მე ….“
და რაც აუცილებლად აღსანიშნავია, ჩვენ დაარსების დღიდან ვგრძნობთ ძალინ დიდ მხარდაჭერას, რაც ფასეულია ჩვენთვის. მადლობას ყველას ურთიერთობისა და მხარდაჭერისთვის!
ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და მომხმარებელს ახალ – ახალ საინტერესო პროექტებს ვთავაზობთ. წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს.
კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა, სიახლე გველის!
სიყვარულით
HR hub – ის გუნდი