9 ივლისს HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მერვე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო “ციტრუსი” უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. ღონისზიება 18:00 სატზე დაიწყება.
მოწვეული მენტორები იქნებიან:
1. სერგო ნოზაძე – ბანკ რესპუბლიკას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: ტალანტების მართვის სისტემა.
2. სოფო ჭუმბურიძე – British American Tobacco HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: BTA – გლობალური პროექტები და წარმატებული ქეისები კავკასიაში
HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება. ამაზე მეტყველებს ის სიურპრიზები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება. 9 ივლისს HR hub ერთი წლის ხდება. ერთად აღვნიშნოთ HR hub-ის პირველი დაბადების დღე!
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 9 ივლისს სასტუმრო “ციტრუსში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: