სერგო ნოზაძე – ტალანტების მართვის სისტემა

სერგო ნოზაძე მენტორი9 ივლისს HR hub – ის რიგით მერვე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub – ში გვეყოლება მენტორები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი …

HR hub – ის შეხვედრა ამჯერად თბილისში, სასტუმრო “ციტრუსში” – ში გაიმართება.

მაშ ასე, გაიცანით HR Hub – ის მრვე ღონისძიების პირველი მენტორი: სერგო ნოზაძე

თემა: ტალანტების მართვის სისტემა.

სერგო ნოზაძე  ბანკ რესპუბლიკას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია. აქვს კერძო და საჯარო სექტორებში მუშაობის გამოცდილება – სტრატეგიული მართვის, სტრატეგიული მენეჯმენტის ქონსალთინგის, ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების, ადამიანური რესურსების შეფასებისა და შერჩევის სისტემების ჩამოყალიბებების მიმართულებით.

თარიღიკერძოდ კი:
– ინსტიტუციური, ორგანიზაციული და ადამიანების განვითარებაზე მიმართული სტრატეგიული პროექტების მართვა;

– ადამიანური რესურსის შერჩევისა და შეფასების სისტემების ჩამოყალიბება – განვითარება;

– ახალი და ორგანიზაციაში არსებული რესურსის გაძლიერებაზე მიმართული საერთაშორისო პრაქტიკების, მეთოდოლოგიების და პროგრამების დანერგვა-განვითარება – ტრეინინგები, სწავლების სხვადასხვა ფორმები, განვითარების პროგრამები;

– კარიერული და პროფესიული განვითარების სისტემების დანეგრვა – განვითარება ორგანიზაციაში.

სერგო ნოზაძე გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით ემზადება თქვენთან შესახვედრად და HR hub – ის რიგით მერვე ღონისძიების მენტორია.

ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის.

გელოდებით 9 ივლისს  HR hub – ში!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge