ნანა სარაჯიშვილი – წარმატებული ქართველი მენეჯერი Chevron – ში

5Studentjob.ge-ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეხუთე შეხვედრა 14 ივნისს  გაიმართა და სპიკერი კი ლონდონში მოღვაწე ქართველი მენეჯერი ნანა სარაჯიშვილი  იყო.

ნანა სარაჯიშვილი გახლავთ (მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობ კომპანია Chevron-ის ფასების (ტარიფების) განმსაზღვრელი მენეჯერი ევროპაში, შუა მდინარეთსა და აფრიკაში.

შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა ნანამ ისაუბრა პროფესიულ გზაზე, რომელიც გაიარა: როგორ დაიწყო ყველაფერი და რა სირთულეები, გამოწვევები შეხვდა ნიუ იორკსა და ლონდონში სწავლისა და შემდომში უკვე კარიერის განმავლობაში.

ქალბატონმა ნანამ ისაუბრა, რომ წარმატების მისაღწევად ცოდნა, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა და მუდმივი განვითარება აუცილებელია.  მას ძალიან საპასუხისმგებლო საქმე ავალია დიდ კორპორაციაში, რასაც წარმატებით უძღვება.

აუდიტორიას მიეცა შესაძლებლობა გაეგო,   რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენსარაჯიშვილიცია დასჭირდა მას ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად.

შეხვედრის ბოლოს ნანა სარაჯიშვილმა აუდიტორიის  შეკითხვებს უპასუხა.

პროექტის ფარგლებში “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მათი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს.

Studentjob.ge მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩატარებას, რომელიც წიგნის სახლში ბახტრიონზე გაიმართება.

“ჩემი პროფესია პრაქტიკაში”:

პირველი შეხვედრა –  TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური:  http://goo.gl/agFycR

მეორე  შეხვედრა – ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი – გიორგი იაშვილი:http://goo.gl/DmAao7

მესამე შეხვედრა: ადვოკატი დიმიტრი გაბუნია: http://goo.gl/QexDcm

მეოთხე შეხვედრა: გოჩა რატიანი, დაზვერვის სამსახური: http://goo.gl/VIknYj

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge