HR hub – ში ახალი ნაკადის რეგისტრაცია 17 ივნისს დაიწყო, 12:00 გამოქვეყნდა სარეგისტრაციო ლინკი და ყველა მსურველი შეძლებს დარეგისტრირდეს. რეგისტრაცია დასრულდება 30 ივნისს 12:00.
HR hub – ში მოხვედრის ერთადერთი გზა აპლიკაციის შევსებაა. აპლიკაციებს განიხილავს ჟიური და წევრების შერჩევა ამ ფორმით ხდება.
კლუბის შექმნის მიზანი HR სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარებაა.
HR hub ეს არის საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო შეხვედრების ადგილი HR პრაქტიკოსებისთვის.
HR hub- ის წევრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება და დისკუსია HR სფეროში აქტუალურ საკითხებზე.
თუ გსურთ გახდეთ HR hub-ის წევრი უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
** ნამდვილად უნდა გაინტერესებდეთ ადამიანური რესურსების სფერო/მუშაობდეთ ამ მიმართულებით;
** იყოთ მოტივირებულები შეცვალოთ HR გარემო საქართველოში და დანერგოთ სიახლეები;
აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევა კლუბის საუკეთესო წევრები, რომლებსაც დავუკავშირდებით. მხოლოდ კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ HR hub-ის ღონისძიებებს. სადაც დასწრება ფასიანი იქნება. თანხა მთლიანად ღონისძიებების ორგანიზებას და კლუბის განვითარებას მოხმარდ ება.
HR hub – ში წევრების მიღება უფასოა.
შეავსეთ აპლიკაცია: https://goo.gl/gHsRxu
HR hub – ის ღონისძიებებზე გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.