“ჩემი პროფესია პრაქტიკაში” – შეხედრა გოჩა რატიანთან

შოთა რატიანი ჩმი პროფესია პრაქტიკაშიStudentjob.ge-ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეოთხე შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება და სპიკერი კი დაზვერვის სამსახურის უფროსის მრჩეველ გოჩა რატიანი  იქნება.

გოჩა რატიანი საქართველოს დაზვერვის სამსახურში დაარსების დღიდან მუშაობს. მას აქვს სხვადასხვა სპეცსამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის გახლდათ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის დირექტორი, საქართველოს საელჩო აშშ-ი – მრჩეველი.

აგრეთვე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და უშიშროების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში, სპეცდანიშნულების ძალებსა და სამხედრო დაზვერვაში.

დამთავრებული აქვს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს აკადემია, აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ომის ეროვნული კოლეჯი, აშშ-ს თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის საინფორმაციო რესურსების მენეჯმენტის კოლეჯი, სახელმწიფო უშიშროების უმაღლესი სკოლა.

მაშ ასე:
რა არის მისი წარმატების ფორმულა?
რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად?

თქვენ გაიგებთ სადაზვერვო და სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. ასევე შეიტყობთ თუ რა არის საჭირო დაზვერვის სამსახურში მუშაობის დასაწყებად.

გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ!
– – – – – – –
შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret
ღონისძიების ჩატარების ადგილი: „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ – ბახტრიონის 11ბ

“ჩემი პროფესია პრაქტიკაში”:

პირველი შეხვედრა –  TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური:  http://goo.gl/agFycR

მეორე  შეხვედრა – ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი – გიორგი იაშვილი:http://goo.gl/DmAao7

მესამე შეხვედრა: ადვოკატი დიმიტრი გაბუნია: http://goo.gl/QexDcm

#ჩემიპროფესიაპრქტიკაში

გელოდებით!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge