Studentjob.ge-ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეოთხე შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება და სპიკერი კი დაზვერვის სამსახურის უფროსის მრჩეველ გოჩა რატიანი იქნება. გოჩა რატიანი საქართველოს დაზვერვის სამსახურში დაარსების დღიდან მუშაობს. მას აქვს სხვადასხვა სპეცსამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის გახლდათ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის დირექტორი, საქართველოს საელჩო აშშ-ი - მრჩეველი. აგრეთვე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და უშიშროების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში, სპეცდანიშნულების ძალებსა და სამხედრო დაზვერვაში. დამთავრებული აქვს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს აკადემია, აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ომის ეროვნული კოლეჯი, აშშ-ს თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის საინფორმაციო რესურსების მენეჯმენტის კოლეჯი, სახელმწიფო უშიშროების უმაღლესი სკოლა. მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორმულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად? თქვენ გაიგებთ სადაზვერვო და სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. ასევე შეიტყობთ თუ რა არის საჭირო დაზვერვის სამსახურში მუშაობის დასაწყებად. გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ! - - - - - - - შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret ღონისძიების ჩატარების ადგილი: „წიგნის სახლი ბახტრიონზე“…
Read More
HRM – ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური რუბრიკა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული და პროფესიონალი HR სპეციალისტები. HRM სწორედ ამისთვის შეიქმნა. HRM - რუბრიკის მეორე სტუმარია - ნინო ბერუაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი. მას აქვს 11 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სფეროში. საქმიანობის პარალელურად კითხულობს ლექციებს GIPA-სა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. ნინო HR hub - ის რიგით მეხუთე ღონისძიების მენტორიც იყო. ნინოს ვესაუბრეთ გუნდების მართვის მოდელზე, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე მისი მუშაობის პერიოდში დაინერგა. იუსტიციის სასწავლო ცენტრი ის ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი დანერგა. რატომ გადაწყვიტეთ ამ მოდელის შემოღება ? აღნიშნული გადაწყვეტილება ,,სინერჯი-ჯგუფთან“ თანამშრომლობის პროექტში გადაწყდა. 2012 წელს ამ ორგანიზაციის დახმარებით სასწავლო ცენტრის მისიის და სტრატეგიის, ორგანიზაციული სტრუქტურის გადახედვა მოხდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაო გუნდების შექმნასთან დაკავშირებით და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დანერგა ორგანიზაციის მართვის თანამედროვე სტილი. ნაცვლად ტრადიციული…
Read More
1 აპრილს 19:00 Studentjob.ge – ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მესამე შეხვედრა გაიმართა, სპიკერი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახლდათ. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბატონმა დიმიტრიმ ისაუბრა პროფესიულ გზაზე, რომელიც გაიარა: როგორ დაიწყო ყველაფერი და რა სირთულეები შეხვდა. „იმისთვის, რომ ადვოკატი იყო ასეთად უნდა დაიბადო“- თქვა გაბუნიამ. მისი თქმით, შინაგანად უნდა იყო ადვოკატი, სხვანაირად შეუძლებელია ამ პროფესიით იმუშაო. დიმიტრი გაბუნიამ სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა იმაზე, რომ ადვოკატობა საკმაოდ რთული პროფესიაა. „შენ გაბარია ადამიანის ბედი და არ გაქვს უფლება დაუშვა შეცდომა. თუმცა ამ პროფესიას მოაქვს ძალიან დიდი ადრენალინი. უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის დაცვა ყველაფერზე მეტია“. ბატონმა დიმიტრიმ აუდიტორიას ადვოკატისთვის და ზოგადად წარმატებისთვის საჭირო რჩევები გაუზიარა. ზოგადი განათლება, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა, მობილიზებულობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია რაზეც მან ისაუბრა. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგოთ, რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მას პროფესიაში წარმატების მისაღწევად. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას: იყავით უბრალო; ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ მოინდომებთ ყველაფერს მიაღწევთ; სულ სიახლის ძიებაში უნდა იყოთ; იყავით ის რაც ხართ; უნდა იყოთ მიმწოლი; გულთან ახლოს არ მიიტანოთ არაფერი; აუცილებელია შეგეძლოთ აუდიტორიასთან ურთიერთობა და საჯაროდ…
Read More