პარასკევს, 11 მარტს, studentjob.ge – ის ახალი პროქტის ფარგლებში “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” სტუდენტებს მოწვეული სტუმარი – TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური შეხვდა.
“დოიჩე ბანკის” წარმატებული მენეჯერი, 33 წლის დავით წიკლაური თიბისი ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტია. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, ის ლონდონში, “დოიჩე ბანკის” კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა. თუმცა, მისი საბანკო გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს, სწორედ თიბისი ბანკში დაიწყო. მას ლონდონის ბიზნეს სკოლის MBA ხარისხი აქვს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი მუშაობა “დოიჩე ბანკში” დაიწყო.
“ყოველთვის მიხარია სხვისი წარმატება და სხვისი კარგი. როცა მესმის, რომ ვიღაც რაღაცას კარგად აკეთებს და წარმატებას აღწევს, ეს სიამოვნებას მანიჭებს” – დავით წიკლაური.
ბატონმა დავითმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა წარმატება, მიზნების დასახვა, საქმისადმი სიყვრული, კარიერული გამოწვევები სფეროში. ასევე თემებზე როგორიცაა ის თუ რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად, რაც ძალიან დიდი მოტივატორია სტუდენტებისთვის. მათ გაიგეს მეტი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხებზე სტუმრის პოზიცია გაგეგოთ და ასევე რჩევები მიეღოთ მომავალი საქმიანობისთვის.
პროექტის ფარგლებში “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მისი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს.
შეხვედრები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ირგვლივ ეტაპობრივად გაიმართება.
შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იყო შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret
მისამართი: ბახტრიონის 11ბ („წიგნის სახლი ბახტრიონზე“)