HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიება 19 მარტს გაიმართა

სტატია19 მარტს  HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას 2 მენტორი ჰყავდა და მას სასტუმრო “ტერასამ”  უმასპინძლა. დასწრება შესაძლებელია იყო მხოლოდ  წევრებისათვის.

მოწვეული მენტორები იყვნენ:

1. ნინო ბერუაშვილი – ეროვნული ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “ორგანიზაციის გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი – ინოვაციური სტილი”.
 2. თინათინ ბონი – ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “დამსაქმებლის ბრენდინგი”.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ასევე ხდება გამოცდილების, საინტერესო ქეისების  და იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართა 19 მარტს   11:00, სასტუმრო ” ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრ გველის!
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე:
4. HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება – http://goo.gl/FiJC6j
3. HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიება – http://goo.gl/558pSi
2. HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება – http://goo.gl/XL2Wwl
1. HR hub – ის პირველი ღონისძიება – http://goo.gl/pYlxDg
« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge