HR hub-ის კამპანია – „ჩვენ გვახსოვს თქვენი სურვილები“

„ჩვენ გვახსოვს თქვენი სურვილები“ – ასე ჰქვია HR hub-ის კამპანიას, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა.  ამ კამპანიის მთავარი მიზანი იყო, HR hub-ის წევრებისთვის გაგვეხალისებინა ერთი სამუშაო დღე და მადლობა გადაგვეხადა ურთიერთობისთვის.

თავიდანვე შევთანხმდით იმაზე, რომ რასაც გავაკეთებდით უნდა ყოფილიყო მოულოდნელი და სახალისო. დეკემბერში HR hub-ის წევრებს გავუგზავნეთ სახალისო კითხვარი.

3შეკითხვები იყო შემდეგი სახის:

  1. თავისუფალ დროს თქვენ …
  2. სამუშაო დღის განმავლობაში ყველაზე მეტად რა გაგახარებთ და განწყობას აგიმაღლებთ ?
  3. ხართ სამსახურში და ძალიან მოგშივდათ, პირველი რა გაგახსენდებათ ?
  4. რომელ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას სტრესის მოსახსნელად და განსატვირთად?
  5. წარმოიდგინეთ გაქვთ ბევრი საქმე, გაითიშა სინათლე. არ გაქვთ ტექნიკასთან წვდომა. ვერ გადიხართ გარეთ. გამოგიჩნდათ დაუგეგმავი თავისუფალი დრო. რას გააკეთებდით მოცემულ სიტუაციაში?

არავინ იცოდა რისთვის და რატომ ავსებდა ამ კითხვარს. მას შემდეგ რაც მივიღეთ პასუხები, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როდის აგვესრულებინა სურვილები. ვინაიდან სადღესასწაულო დღეებში ისედაც ყველა იღებს საჩუქრებს, გადავწყვიტეთ ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი სამუშაო დღე. რაც უფრო მოულოდნელს გახდიდა ჩვენს ჩანაფიქრს. სურვილები სხვადასხვა სახის იყო. ჩვენც ისე შევარჩიეთ, რომ მრავალფეროვანი გამოსულიყო. 45Sadili.ge-ს და foodpanda-ს მხარდაჭერით HR hub-ის წევრებს გემრიელი და მათთვის საყვარელი კერძები მივუტანეთ. ზოგმა თეატრის და კინო ბილეთები მიიღო, ზოგმა ყვავილები.

მათი რეაქციები იყო ძალიან პოზიტიური და უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა, რომ მომავალშიც დავგეგმოთ მსგავსი სახის კამპანიები. აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს არ ახსოვდა ამ კითხვარის შესახებ და ბევრში დაბნეულობაც გამოიწვია. მათი კომენტარები იყო ძალიან სახალისო და ემოციებით აღსავსე.
1

  • „სრულიად აჟ10იტირებული და აღფრთოვანებული ვარ. ძალიან, ძალიან დიდი მადლობაა.
  • თქვენ ხართ საუკეთესოებიი. მთელი კურაციო აღფრთოვანებულია ჩემი მოულოდნელი საჩუქრით. ძალიან გამახარეთ და სუპერ განწყობა შემიქმენით. მეც მიყვარხართ თქვენ.“

9
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული კამპანიით HR hub-ის წევრებს ერთი ჩვეულებრივი დღე გავუხალისეთ და დადებითი ემოციები ვაჩუქეთ.  HR hub-ში ყოფნა ნიშნავს, რომ შენ ხარ ერთი დიდი ოჯახის წევრი, სადაც შენზე ზრუნავენ. #HRhubLovesYou

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge