HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიება 19 მარტს გაიმართება

mentorebi19 მარტს  HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეხუთე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო “ტერასა”  უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.

მოწვეული მენტორები იქნებიან:

1. ნინო ბერუაშვილი – ეროვნული ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “ორგანიზაციის გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი – ინოვაციური სტილი”.
 2. თინათინ ბონი – ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “დამსაქმებლის ბრენდინგი”.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ
დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 19 მარტს   11:00, სასტუმრო ” ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე:
4. HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება – http://goo.gl/FiJC6j
3. HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიება – http://goo.gl/558pSi
2. HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება – http://goo.gl/XL2Wwl
1. HR hub – ის პირველი ღონისძიება – http://goo.gl/pYlxDg
« »
💙 2020 studentjob.ge