25 მარტს 19:00 Studentjob.ge – ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეორე შეხვედრა გაიმართა, სპიკერი “ეროვნული ბანკის” ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალლისტი (IT) გიორგი იაშვილი იყო.
გიორგი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია.
მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში IT ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.
2014-2015 წლებში სწავლობდა კარდიფის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე.
ის სულ ახლახანს დაბრუნდა საქართველოში და ამჟამად გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი.
გარდა ამისა, ის კითხულობს ლექციებს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში (CST).
დაცული აქვს ორი სამაგისტრო დისერტაცია:
1) “სიმეტრიული დაშიფრვის ახალი, მოქნილი ალგორითმი ჰილის n-გრამული მეთოდის გამოყენებით” (თსუ, საქართველო)
2) “Enhancing the security of electoral process by using biometric methods in access control systems” (Cardiff University, UK) . ამჟამად, მუშაობს სადოქტორო კვლევაზე.
2009 წლიდან ის არის ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი.
გარდა ამისა, ის გახლავთ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (WEF) ახალგაზრდული გაერთიანების Global Shapers Community-ის თბილისის წარმომადგენლობის კურატორი.
ბატონმა გიორგიმ ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა წარმატება, მიზნების დასახვა, საქმისადმი სიყვრული, კარიერული გამოწვევები სფეროში და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები უცხოეთში. ასევე ისაუბრა რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად, რაც ძალიან დიდი მოტივატორია სტუდენტებისთვის. მათ გაიგეს მეტი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხებზე სტუმრის პოზიცია გაგეგოთ და ასევე რჩევები მიეღოთ მომავალი საქმიანობისთვის.
პროექტის ფარგლებში “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მათი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს.
შეხვედრები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ირგვლივ ეტაპობრივად გაიმართება.
შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იყო შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret
მისამართი: ბახტრიონის 11ბ („წიგნის სახლი ბახტრიონზე“)
დეტალები პროექტის პირველი ღონისძიების შესახებ “ჩემი პროფესია პრაქტიკაში”: http://goo.gl/agFycR